როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, ლონდონის არსენალი რიკარდო კალაფიორის შეძენას ცდილობს, ფეხბურთელის, რომელმაც მშვენიერი ევრო ჩაატარა.
არსენალს რიკარდოს თანხმობა და მწვანე შუქი უკვე მიღებული აქვს, მოლაპარაკებები კი ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს.
სხვათა შორის, კალაფიორის სიტუაციას კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, კერძოდ ჩელსი აკვირდება, თუმცა წინადადება ბოლონიისთვის გაგზავნილი ჯერ არ არის.
- წერს ჟურნალისტი.
კალაფიორით ევრო 2024-ის მერე არაერთი კლუბია დაინტერესებული. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, საქმეში იუვენტუსიცაა ჩართული.