ჯუნტოლის ხვიჩას იუვეში წაყვანა სურს, რაც აკრძალულია - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

ჯუნტოლის ხვიჩას იუვეში წაყვანა სურს, რაც აკრძალულია - მიზეზი ცნობილია

ჯუნტოლის ხვიჩას იუვეში წაყვანა სურს, რაც აკრძალულია - მიზეზი ცნობილია
4-07-2024, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

იუვენტუსის შესახებ მომუშავე ჟურნალისტების პოდკასტში, იტალიელმა ლუკა მომბლანომ კრისტიანო ჯუნტოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მომბლანო ამბობს, იუვეს ახლანდელ სპორტულ დირექტორ ჯუნტოლის სურს, რომ იუვეში სწორედ ქართველი წაიყვანოს, თუმცა ეს ოპერაცია აკრძალულია.

რატომ არის ხვიჩას იუვენტუსში ტრანსფერი აკრძალული? - იმიტომ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდის საშუალებაც ახლა იუვენტუსს არ აქვს, არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯუნტოლის კვარაცხელიასთან ერთად უკვე აქვს ნამუშევარი და მისი შესაძლებლობებიც ძალიან კარგად იცის.

- ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.

ბოლო ინფორმაციით, ნაპოლის ხელმძღვანელობა კვარას გარემოცვას შეხვდა, სადაც მხარეებმა ფეხბურთელის ტრანსფერისა და გუნდში დარჩენის საკითხი დეტალურად განიხილეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი