კახა კალაძე: "სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების ასეთი შედეგი" » სპორტის ხაზი

კახა კალაძე: "სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების ასეთი შედეგი"

კახა კალაძე: "სწორედ მისი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების ასეთი შედეგი"
3-07-2024, 22:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ მედიაში ვრცელდება საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის ინტერვიუ, რომელიც ევრო 2024-ს და საქართველოს ნაკრებს შეეხება.

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენი ნაკრების ასეთი წარმატება ვილი სანიოლის კარგმა მუშაობამ განაპირობა:

საქართველოს ნაკრების წარმატებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მისი დამსახურებით მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ახლა ვართ. მან შექმნა ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია. დასაფასებელია მის მიერ გაწეული სამუშაო, ის მაღალი დონის მწვრთნელია.

- თქვა კალაძემ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვილი სანიოლი კიდევ 3 წლით უნდა დარჩეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი