ახალი კონტრაქტი ბითაძეს! » სპორტის ხაზი

ახალი კონტრაქტი ბითაძეს!

ახალი კონტრაქტი ბითაძეს!
3-07-2024, 01:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის მომავალ სეზონში კვლავ ორლანდო "მეჯიქის" ღირსებას დაიცავს. სეზონის დასრულების შემდეგ, გოგა თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა საბოლოოდ ორლანდოელებმა მასთან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაც იძლევა იმის საფუძველზე, რომ გოგას მომავალ სეზონშ ხშირად ვიხილავთ პარკეტზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში მშვენივრად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ ბითაძემ გასულ სეზონში ორლანდოს რიგებში 62 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 5 ქულის, 4.6 მოხსნისა და 1.3 პასის დაგორვება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი