"უთვალავი მადლობაც არ იქნება საკმარისი.." - მიქაუტაძის მიმართვა გულშემატკივრებს » სპორტის ხაზი

"უთვალავი მადლობაც არ იქნება საკმარისი.." - მიქაუტაძის მიმართვა გულშემატკივრებს

"უთვალავი მადლობაც არ იქნება საკმარისი.." - მიქაუტაძის მიმართვა გულშემატკივრებს
2-07-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ვრცელი წერილით მიმართა და განაცხადა, რომ ამაყია საქართველოს ნაკრების მაისურის ტარებით.

"ვწუხვართ, რომ ევრო 2024-ს დავემშვიდობეთ, თუმცა ასევე ძალიან ვამაყობთ და მადლიერები ვართ მიღებული გამოცდილებით. ვამაყობთ, რადგან სადებიუტო ტურნირზე საქართველოს მაისური მთელი ევროპის თვალწინ ღირსეულად წარმოვაჩინეთ. ვამაყობთ, რადგან საქართველოს და მის საზღვრებს მიღმა დიდი ენთუზიაზმი გამოვიწვიეთ. ვამაყობთ ამ საოცრად ერთიანი გუნდის და უძვირფასესი პერსონალის გამო, რომელიც ნაკრებში მუშაობს.

უთვალავი მადლობაც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ.

თქვენ, მხარდამჭერები იყავით ჩვენი უდიდესი ძალა. ვერ წარმოიდგენთ, რა პატივი იყო თქვენთვის სიხარულის მოტანა და თქვენს თვალებში ემოციების დანახვა.

საქართველო დიდებული ერია! ყველაფერზე მეტად გვიყვარხართ! დავბრუნდებით უფრო ძლიერები, რადგან საქართველო ვართ! ძალა ერთობაშია!
", - წერს მიქაუტაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი