როდის და სად გაიმართება ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია » სპორტის ხაზი

როდის და სად გაიმართება ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია

როდის და სად გაიმართება ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია
2-07-2024, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - მადლიერი გულშემატკივრები აეროპორტთან შეიკრიბნენ და ნაკრების მოთამაშეებს სპეციალური შეძახილებით დახვდნენ.

როგორც ეროვნული გუნდის პრესსამსახური იტყობინება, დღეს, 21:30 საათზე, ნაკრების ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ხოლო გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი