ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა DAZN-მა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთის წინააღმდეგ ცენტრიდან დარტყმის მომენტზე გაამახვილა ყურადრება.
"გადაწყვეტილება, რომლის წარმოდგენა ხალხს არც კი შეუძლია - მსგავს გადაწყვეტილებებს დიდი ფეხბურთელები იღებენ...", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ესპანეთთან შეხვედრაში, მეორე ტაიმის სტარტზევე კვარაცხელიამ დაახლოებით 65 მეტრიდან ყველასთვის მოულოდნელად დაარტყა და გოლამდე სულ მცირედი დააკლდა.