გიორგი ქინქლაძე: "გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები" » სპორტის ხაზი

გიორგი ქინქლაძე: "გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები"

გიორგი ქინქლაძე: "გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები"
1-07-2024, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ გამოაქვეყნა:

ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.

საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები. ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.

მადლობა ეროვნული ნაკრები რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ. გაუმარჯოს საქართველოს!

- წერს ქინქლაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი