AS: "არა კვარა, მამარდა ან მიქაუტაძე, ქართველებს ერთი მნიშნელოვანი მოთამაშე ჰყავთ" » სპორტის ხაზი

AS: "არა კვარა, მამარდა ან მიქაუტაძე, ქართველებს ერთი მნიშნელოვანი მოთამაშე ჰყავთ"

AS: "არა კვარა, მამარდა ან მიქაუტაძე, ქართველებს ერთი მნიშნელოვანი მოთამაშე ჰყავთ"
30-06-2024, 18:52
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა გამოცემა AS-მა საქართველოს ნაკრებს მორიგი პოსტი მიუძღვნა და ესპანეთის დაპირისპირების წინ ჯვაროსნების მთავარ საკვანძო ფეხბურთელზე ისაუბრა.

"არც კვარაცხელია, არც მამარდაშვილი, არც მიქაუტაძე. ვილი სანიოლის საქართველოს საკვანძო მოთამაშე... ოთარ კიტეიშვილია. შემთხვევითობა არაა, რომ 172 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე შემტევმა ნახევარმცველმა პორტუგალიასთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საოცარი თამაში აჩვენა. „ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელია და პორტუგალიასთან მატჩში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რომელიმე დიდი კლუბის პრეზიდენტი რომ ვიყო, მას ხვალვე შევიძენდი“, - განაცხადა მატჩის შემდეგ სანიოლმა.

"კიტეიშვილმა მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და ჩეხეთთან და თურქეთთან ვერ ითამაშა. მისმა დაბრუნებამ საქართველოს ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ.

"კიტეიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და შტურმის ღირსებას იცავს. ავსტრიელებმა იგრძნეს, რომ ევროპის ჩემპიონატის გამო, იგი დიდ ყურადღებას მიიპყრობდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს. ავსტრიაში ამბობენ, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა, მაგრამ კიტეიშვილმა ესპანეთთან მატჩში კონტრშეტევების წამოწყების კიდევ ერთი მასტერკლასი რომ შემოგვთავაზოს, ეს თანხა საკმარისი ნამდვილად არ იქნება.

"კიტეიშვილი არის ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხს კარგად იყენებს, ხაზებს შორის მოძრაობა უყვარს, მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია და მოედანზე თავდაუზოგავად მუშაობს. "როდრი საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა და ესპანეთს ბევრი მაგარი მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ბოლო წლებში, პედრი მომწონს“, - განაცხადა კიტეიშვილმა, რომელიც კიოლნში ოცნებას აიხდენს და ბარსელონას ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშებს“,


- ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი