ცნობილია! - ვინ იქნება საქართველო-ესპანეთის მატჩის მთავარი არბიტრი » სპორტის ხაზი

ცნობილია! - ვინ იქნება საქართველო-ესპანეთის მატჩის მთავარი არბიტრი

ცნობილია! - ვინ იქნება საქართველო-ესპანეთის მატჩის მთავარი არბიტრი
30-06-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

30 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კიოლნში შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უეფა-მ ამ მატჩზე მსაჯები დანიშნა – შეხვედრას ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის, მას თანამემამულეები – სირილ მუნიე და მედი რამუნი დაეხმარებიან, ვიდეორეფერიც ფრანგი – ჟერომ ბრიზარი იქნება.

ლეტექსიეს „ჯვაროსნების“ თამაში აქამდე ერთხელ უმსაჯია – 2019 წლის 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და დანიის (0:0) ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი