პენალტებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ - მამარდაშვილის სტატისტიკა თერმთმეტმეტრიანებში » სპორტის ხაზი

პენალტებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ - მამარდაშვილის სტატისტიკა თერმთმეტმეტრიანებში

პენალტებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ - მამარდაშვილის სტატისტიკა თერმთმეტმეტრიანებში
30-06-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემის, AS-ის მიხედვით, არ არის გამოიცხული 1/8 ფინალურ სტადიაზე, საქართველო-ესპანეთის მატჩზე პენალტების სერია ვიხილოთ.

ამიტომ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცემა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკას გვთავაზობს.

ირკვევა, რომ ჯვაროსანთა კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია.

უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი