ჯანაშია: "ჩვენი შანსები ესპანეთთან მატჩში? მხოლოდ ამას ვფიქრობ" » სპორტის ხაზი

ჯანაშია: "ჩვენი შანსები ესპანეთთან მატჩში? მხოლოდ ამას ვფიქრობ"

ჯანაშია: "ჩვენი შანსები ესპანეთთან მატჩში? მხოლოდ ამას ვფიქრობ"
30-06-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ "სპორტ-ექსპრესთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ არ არის.

თურქეთთან და ჩეხეთთან არ გაგვიმართლა, იღბალმა ზურგი გვაქცია. ოდესღაც ფორტუნა ხომ უნდა დაბრუნებულიყო! ბიჭებმა პორტუგალიასთან მაგრად ითამაშეს, უბრალოდ შესანიშნავად! ეს აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება იყო. მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ავტორიტეტების შიში არ აქვთ. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ შედეგი კანონზომიერი არ გახლდათ?

წარმატება მუდამ თანამგზავრი უნდა იყოს, რადგან ეს სპორტია. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვთვლი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ესპანეთთან აუცილებლად შეძლებენ თავის გამოჩენას. ჩვენ კარგი ფეხბურთელები და ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მათ ყველაფერი შეუძლიათ
!


შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი