ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ The Guardian-მა ევრო 2024ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ნაკრებების რეიტინგი განაახლა და საქართველოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ბრიტანული გამოცემის რეიტინგის მიხედვით საქართველო ისეთ ნაკრებებს უსწრებს, როგორებიც იტალია, ინგლისი, თურქეთი, დანია, რუმინეთი და სლოვენია არიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
"ჯვაროსნები" 1/8 ფინალურ დაპირისპირებას 30 ივნისს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.