მამარდაშვილი: "ესპანეთს რევანში წყნარად უნდა ავუღოთ" » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი: "ესპანეთს რევანში წყნარად უნდა ავუღოთ"

მამარდაშვილი: "ესპანეთს რევანში წყნარად უნდა ავუღოთ"
28-06-2024, 20:07
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთან მატჩის წინ მედიასთან ნაკრების გეგმებზე ისაუბრა.

"განწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია. რთულ მეტოქეებს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, თითოეულ ფეხბურთელს კონცენტრაცია და მოტივაცია მაღალ დონეზე გვაქვს. ვემზადებით 100%-ით და ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, რადგან ესპანეთი ფავორიტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ.

რა თქმა უნდა, გვინდა ესპანეთთან რევანშის აღება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად და მეტი კონცენტრაციით და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ თამაშში.

პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, გასახდელში რა ხდებოდა არ ვიცი, რადგან ეგრევე დოპინგ ტესტზე გამიყვანეს, მაგრამ ვნახე რა ხდებოდა თბილისში და ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ქართველი ერი ისევ გაერთიანდა და კიდევ ერთი სიხარული ვაჩუქეთ მათ. ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და ყოველთვის ვიბრძოლებთ, სანამ 1% მაინც იქნება იმის შანსი დარჩენილი, რომ გავიდეთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."

- აღნიშნა მამარდაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი