კავაზაშვილი: "გიორგი მშვიდად, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" » სპორტის ხაზი

კავაზაშვილი: "გიორგი მშვიდად, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს"

კავაზაშვილი: "გიორგი მშვიდად, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს"
28-06-2024, 12:48
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გიორგი მამარდაშვილის ევრო 2024-ზე ნაჩვენები თამაში შეაფასა.

კავაზაშვილს მიაჩნია, რომ გიორგის თავდაჯერება და სიმშვიდე ზუსტად ისეთივეა, როგორიც წარსულში საბჭოთა მეკარეს უნდა ჰქონოდა:

რა შემიძლია მამარდაშვილზე ვთქვა? მან უკვე თავად თქვა ყველაფერი. ის საჯარიმოში მშვიდია, შეცდომებს არ უშვებს და ნამდვილი საბჭოთა მეკარისს მსგავსად გამოიყურება. პასს მაშინ აძლევს თანაგუნდელს, როცა ხედავს, რომ ადრესატს პარტნიორი გახსნილი ჰყავს. გიორგი ჩვენ გვგავს, ჩვენი სტილისაა.

- ამბობს ანზორ კავაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილზე მეტი მოგერიება ევროს ჯგუფურ ეტაპზე არცერთ სხვა მეკარეს არ ჰქონია, რის გამოც ქართველი კარის დარაჯი სიმბოლურ გუნდში მოახვედრეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი