ბრწყინვალე შედეგი! - ნაკრები ევრო 2024-ზე სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერია » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე შედეგი! - ნაკრები ევრო 2024-ზე სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერია

ბრწყინვალე შედეგი! - ნაკრები ევრო 2024-ზე სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერია
27-06-2024, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 55 ვარდნით პირველია. ასევე ყველას აღემატება დაბრუნებული ბურთების (134) მაჩვენებლით და მეკარის მიერ მოგერიებული ბურთებით – 20.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბომბარდირთა დავას სამი გატანილი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე უდგას სათავეში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი კიოლნში, 30 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი