"საქართველოსთან მატჩში ამის გაკეთება მოგვიწევს" - ესპანეთის ნაკრების თავკაცი მომავალ დაპირისპირებაზე » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მატჩში ამის გაკეთება მოგვიწევს" - ესპანეთის ნაკრების თავკაცი მომავალ დაპირისპირებაზე

"საქართველოსთან მატჩში ამის გაკეთება მოგვიწევს" - ესპანეთის ნაკრების თავკაცი მომავალ დაპირისპირებაზე
27-06-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთს 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი