ფოტო: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა გააკეთა შვეიცარიელმა მსაჯმა რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ » სპორტის ხაზი

ფოტო: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა გააკეთა შვეიცარიელმა მსაჯმა რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ

ფოტო: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა გააკეთა შვეიცარიელმა მსაჯმა რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ
27-06-2024, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის 28-ე წუთზე, მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდომ მსაჯთან კამათის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რაც დაძაბულობისა და ნერვიულობის ქვეშ მყოფ ალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს გამორჩა. თუმცა, თამაშის დასრულების შემდეგ, ამ მომენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის მიცემული გაფრთხილების შემდეგ მთავარმა მსაჯმა სანდრო შარერმა ეს ყოველივე ხელზე მოინიშნა. ჩვეულებისამებრ, ამას მსაჯები ბლოკნოტში აკეთებენ ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევა შვეიცარიელს წინაღაც ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დრო, როდესაც ყვითელი ბარათი ხელზე მოინიშნა.

ფოტო: მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა - რა გააკეთა შვეიცარიელმა მსაჯმა რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი