კალაძე: "ამ სიბინძურეს პასუხი უნდა გავცე" | თბილის მერმა ბუდუზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

კალაძე: "ამ სიბინძურეს პასუხი უნდა გავცე" | თბილის მერმა ბუდუზე ისაუბრა

კალაძე: "ამ სიბინძურეს პასუხი უნდა გავცე" | თბილის მერმა ბუდუზე ისაუბრა
25-06-2024, 00:07
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსს ვერ იღებს.

გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ფეხბურთელი სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო და "რუსული კანონის" დაგმობისთვის ვერ იღებს შანსს.

"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ.

"ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ.

"ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე.“

- აცხადებს კახა კალაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი