იოლანდა: "კვარას აგენტი ფრთხილად იყოს, დე ლაურენტისს მისი გადაყლაპვა შეუძლია" » სპორტის ხაზი

იოლანდა: "კვარას აგენტი ფრთხილად იყოს, დე ლაურენტისს მისი გადაყლაპვა შეუძლია"

იოლანდა: "კვარას აგენტი ფრთხილად იყოს, დე ლაურენტისს მისი გადაყლაპვა შეუძლია"
24-06-2024, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა იოლანდა დე რინცომ დე რინცომ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას გარემოების შესახებ ისაუბრა და ქართველი გარემარბის აგენტი გააფრთხილა.

"მისცემს თუ არა "ნაპოლი" კვარაცხელიას წასვლის უფლებას? მე თავისი ნების საწინააღმდეგოდ არავის დავაბრკოლებდი და კლუბმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია საჭირო დროს ფეხბურთელების გაყიდვა. ამის მაგალითი კულიბალია. მანა მაროტას და ჯუნტოლის შემდეგ ყველაზე კარგი სპორტული დირექტორია.

"აგენტი ჯუღელი უშვებს თუ არა შეცდომას კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხში? მას აშკარად არ ჰყოფნის გამოცდილება. საქართველო ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს საფეხბურთო სივრცეში კარგად ვითარდება, თუმცა საქმე ჯერ კიდევ გარკვეულ დინამიკასთან აქვს, რომლის უფრო ღრმად შესწავლა მართებს.

"მის ადგილზე უფრო დიდ ყურადღებას განცხადებების გაკეთებას მივაქცევდი, რამეთუ დე ლაურენტისი ისაა - თუ შეცდომას დაუშვებ, გადაგყლაპავს.

ძალიან ცოტას შეუძლია ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან ხმის ამაღლება, რომ არაფერი ვთქვათ ამის მაშინ გაკეთებაზე, როდესაც ხელში რეალურად კონკრეტული წინადადება არ გაქვთ.

"მას ჯერ კონტრაქტის განახლება უნდა დაესრულებინა და შემდეგ წასულიყო ახალი გუნდის მოსაძებნად, რომელსაც გამოსასყიდი თანხის გადახდის საშუალება აქვს. ჩემი აზრით, ის სტრატეგიაში შეცდა."


- აცხადებს იოლანდა.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ მამუკა ჯუღელი გამოუცდელობის გამო არაპროფესიონალურად იქცევა და აგენტისგან მიუღებელ კომენტარებს აკეთებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი