დადასტურდა - იქნება თუ არა კიტეიშვილი პორტუგალიასთან » სპორტის ხაზი

დადასტურდა - იქნება თუ არა კიტეიშვილი პორტუგალიასთან

დადასტურდა - იქნება თუ არა კიტეიშვილი პორტუგალიასთან
24-06-2024, 22:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ნახევარდაცვის ლიდერი ოთარ კიტეიშვილი მონეტენეგროსთან დაპირისპირებისას დაზიანდა და ევრო 2024-ის პირველ ორ ტურში გუნდს ვერ დაეხმარა.

იგი აქამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ დღეიდან იგი გუნდს შეუერთდა და, როგორც CrystalSport იუწყება, ოთარი პორტუგალიასთან შეხვედრაში დანამდვილებით იქნება.

რატომ არის ეს ძალიან კარგი ამბავი? იმიტომ, რომ ოთარს მოედნის ძალიან კარგი ხედვა აქვს და მისი მოედანზე ყოფნა საქართველოს ნაკრებს საშუალებას აძლევს, ბურთი უფრო დაიჭიროს და ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის დირიჟორობით შეტევაშიც უფრო ორგანიზებულად გადავიდეს.

გასულ ორ დაპირისპირებაში ოთარი გუნდს ძალიან აკლდა და ეს მოედანზეც კარგად გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა როგორც თურქეთთან, ასევე ჩეხეთთან.

მომდევნო დაპირისპირება პორტუგალიასთან 26 ივნისს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ საქართველო ამ შეხვედრას მოიგებს, ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი