კომუნიკაციების კომისია : "ჩეხეთთან მატჩს საქართველოში თითქმის მილიონი მაყურებელი ჰყავდა" » სპორტის ხაზი

კომუნიკაციების კომისია : "ჩეხეთთან მატჩს საქართველოში თითქმის მილიონი მაყურებელი ჰყავდა"

კომუნიკაციების კომისია : "ჩეხეთთან მატჩს საქართველოში თითქმის მილიონი მაყურებელი ჰყავდა"
24-06-2024, 20:16
Aa Aa
გაზიარება:

22 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის წინააღმდეგ იასპარეზა და ფრე - 1:1 დააფიქსირა. "ჯვაროსნებმა" კონტინენტის პირველობაზე ისტორიული, პირველი ქულა მოიპოვეს და ამ დრომდე მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 751 045-მა, ხოლო “პირველი არხი სპორტზე” - 177 338-მა მაყურებელმა უყურა, რაც ჯამში 928,383 მაყურებელს ნიშნავს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მესამე თამაში საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების მონაწილეობით 26 ივნისს ჩატარდება. მას Veltins Arena თბილისის დროით 23:00 საათიდან უმასპინძლებს.




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი