მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის დაპირისპირება კიდევ უფრო საინტერესო სახეს იძენს. ამჟამად UFC-ის ორი სპორტსმენი ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა.
შონ ომალიმ X-ზე ჩაატარა გამოკითხვა : "არის თუ არა მერაბ დვალიშვილი ვაჟიშვილი" - ამ პოსტს ქართველი "მანქანა" მალევე გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკელს უპასუხა : "შენი შვილების დედას ჰკითხე"
შეგახსენებთ, რომ ამ ორი მებრძოლის ჩხუბი დიდი ალბათობით სატიტულო იქნება. არაოფიციალური ვერსიით, მათი დაპირისპირება სექტემბერში, ლას ვეგასში შედგება.