"ინგლისში ყოველთვის ინანებენ კვარაცხელიას დაკარგვას" | HITC-ის სტატია » სპორტის ხაზი

"ინგლისში ყოველთვის ინანებენ კვარაცხელიას დაკარგვას" | HITC-ის სტატია

"ინგლისში ყოველთვის ინანებენ კვარაცხელიას დაკარგვას" | HITC-ის სტატია
8-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში პირველ მატჩებს მართავდა, ქართველი შემტევის ბრწყინვალე სტატისტიკასა და სათამაშო მონაცემებს უცხოური HITC გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ლიდერს ვრცელი და კომპლიმენტებით აღსავსე სტატია მიუძღვნა:

"ევროპაში ფეხბურთი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ გულშემატკივრებმა კონტინენტის მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები უკვე აღმოაჩინეს. ინგლისის პრემიერ ლიგაში ვილიამ სალიბა და ბრენდან აარონსონი ნამდვილად კარგად გამოიყურებიან, თუმცა მთავარი სალაპარაკო თემა იტალია და იქ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც იდეალური სტარტი აქვს."

"ნაადრევად საუბარი არ გვჩვევია, თუმცა ისე ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველა წამს პროდუქტიულად იყენებს. ქართველ ფეხბურთელს ჯერ მხოლოდ 138 წუთი აქვს ნათამაშები, რომლის განმავლობაშიც მან მეტოქის კარი სამჯერ აიღო, რასაც საგოლე გადაცემაც დაურთო."

"იცით ვინ არის ხვიჩა მცველებისთვის? - ნამდვილი კოშმარი! ქართველი ფეხბურთელი არასდროს ერიდება მცველის თავხედურად მოტყუებას და ხშირად იდეალურად გამოსდის კიდეც."

"რასაკვირველია, ჯერ ერთპიროვნული დასკვნების გამოსატანად ცოტა დროა გასული, თუმცა უკვე ცხადია, თუ რატომ უწოდებდნენ ამ ბიჭს ჯერ კიდევ რუსეთში გენიოსს. კვარაცხელია ნებისმიერ ლიგაში წარმატებული იქნებოდა და დასანანია, რომ პრემიერ ლიგამ ეს ბიჭი ხელიდან გაუშვა."

"დიდი შანსი იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლიდსის შემადგენლობაში გვენახა, თუმცა ზაფხულში საქმეში ნაპოლი ჩაერთო და ყველაფერი იტალიური კლუბის სასიკეთოდ დასრულდა. რთული წარმოსადგენი არაა თუ რა ამბებს დაატრიალებდა კვარაცხელია ინგლისში მისი იტალიური თამაშების შემდეგ."

"ამდენად, ლიდსმა და ზოგადად ინგლისურმა ფეხბურთმა ძალიან დიდი შანსი გაუშვა, რათა ტალანტი გაეფორმებინა. ლიდსში ყოველთვის ინანებენ იმ ფეხბურთელის ხელიდან გაშვებას, რომელიც ყველა გათვლებით უმაღლესი მწვერვალისკენ მიდის." - წერს HITC.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი