UFC-ის სუპერ ქვეკატეგორიის წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა შონ ომალიმ ოთხი საუკეთესო სტრაიკერი დაასახელა.
"მაქს ჰოლოუეი ძალიან მაგარი სტრაიკერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ილიაც. მოკლედ რომ ვთქვათ, საუკეთესო სტრაიკერები ასე გმოიყურებიან: ჰოლოუეი, თოფურია, ისრაელ ადესანია და შონ ომალი. არ მოგესმათ, დიახ, მეც მათ შორის გახლავართ".
- აცხადებს ომალი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "შუგას" ილიასთან ჩხუბი ძალიან სურს. მისი მიზანია ჯერ მერაბ დვალიშვილთან დაიცვას ქამარი, შემდეგ კი ქვემსობუქ წონით დივიზიონში ავიდეს და მეორე საჩემპიონო ქამარი აიღოს, რომლის ამჟამინდელი მფლობელიც "ელ მატადორე", ილიაა.
თავად თოფურია ფიქრობს, რომ ომალი მასთან უშანსოა და "შუგას" ისე დააფინიშებს, როგორც მოუნდება.