სერია A-ს პირველი მატჩი შენგელიასთვის ამ სეზონში - 'ვირტუსმა' 'რეჯანას' მოუგო » სპორტის ხაზი

სერია A-ს პირველი მატჩი შენგელიასთვის ამ სეზონში - 'ვირტუსმა' 'რეჯანას' მოუგო

სერია A-ს პირველი მატჩი შენგელიასთვის ამ სეზონში - 'ვირტუსმა' 'რეჯანას' მოუგო
8-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში მეორე, იტალიის ჩემპიონატში კი პირველი მატჩი გამართა.

ქართველი სპორტსმენი 24 აგვისტოს მიღებულ ტრამვას მკურნალობდა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს 4 ნოემბერს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა.

ამჯერად 'ვიტუსი' 'რეჯანას' დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 79:65 იმარჯვა - შენგელიამ პარკეტზე 15 წუთი გაატარა, აქედან ხუთი ქულა დააგროვა და 3 მოხსნა მიიწერა.

მოგახსენებთ იმასაც, რომ 'ვირტუსს' ექვსიდან ექვსი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზე 'ტორტონა' და 'მილანი' არიან, რომლებსაც თითო მატჩი აქვთ წაგებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი