სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "ხვიჩაში ყველაზე მეტად ეს მომწონს" » სპორტის ხაზი

სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "ხვიჩაში ყველაზე მეტად ეს მომწონს"

სიტის ყოფილი ფეხბურთელი: "ხვიჩაში ყველაზე მეტად ეს მომწონს"
20-06-2024, 00:04
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა მაიკა რიჩარდსმა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

"კვარაცხელია უმაღლესი დონის სპორტსმენია. "ნაპოლიში" ორივე სეზონში საოცრებები აკეთა. მართალია, ბოლოს ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორიც მანამდე, თუმცა ნეაპოლელების ჩემპიონობაში ხვიჩამ ლომის წვლილი შეიტანა.

"იგი კარგად მოძრაობს, ჭკვიანია და გაქცევისთვის სწორი მომენტის შერჩევა შეუძლია, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს. მის ნიშანთვისებებში ცენტრისკენ შეჭრასაც და ფლანგზე სირბილსაც ამოიკითხავთ. ეს ძალიან კარგი მახასიათებელია".

- აცხადებს რიჩარდსი.

ცნობისთვის, თურქეთთან დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ დრიბლინგი 10-ჯერ სცადა, რომლიდანაც მხოლოდ სამი გამოდგა წარმატებული. იგი ბურთს 59-კერ შეეხო, 33 გადაცემიდან კი 31 ზუსტად შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი