'მის სახლთან ხალხი იკრიბება, რომ იქნებ ხვიჩა გამოჩნდეს' - გიორგი მოსიძე ნეაპოლში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს » სპორტის ხაზი

'მის სახლთან ხალხი იკრიბება, რომ იქნებ ხვიჩა გამოჩნდეს' - გიორგი მოსიძე ნეაპოლში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს

'მის სახლთან ხალხი იკრიბება, რომ იქნებ ხვიჩა გამოჩნდეს' - გიორგი მოსიძე ნეაპოლში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს
8-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

„რა? სად? როდის?“ წამყვანი გიორგი მოსიძე ნეაპოლში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებს დაესწრო. წამყვანი მედიასთან მიცემულ ინტერვიუში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ უყვართ ნეაპოლში ხვიჩა და რამხელა როლი აკისრია მას იტალიური კლუბის აღმასვლაში.

გიორგი მოსიძე - ხვიჩა დიდი ევროპული ტურნეს დასაწყებად ყველაზე სწორ ადგილას მოხვდა. დასაწყისისთვის ნაპოლი იდეალურია, სადაც ქალაქი მაქსიმალურად ჰგავს მის სამშობლოს, ხალხი კი მენტალურად – ქართველებს. ჩვენნაირად მზად არიან ერთ დღეში ცაში აგიყვანონ და უცებ მიწაზე დაგანარცხონ.

ხვიჩა პროგრესირებს, ნეაპოლიც აღფრთოვანებული და გადარეულია და ცოტა უკლია მარადონამდე ანუ გაკერპებამდე. მაგრამ „ნაპოლი“ ჩემპიონი თუ გახდება, რაღაც მსგავს დაფასებას ხვიჩაც მიიღებს. ეს მის სამშობლოზეც ვრცელდება და ქუჩაში ქართველები რომ მიდიან, მათთან სურათებს იღებენ.

ქუჩის დახლებზე მაისურების გაყიდვებით პირველ ადგილზე მარადონას მაისურია, მერე მოდის ხვიჩას მაისური და შემდეგ ოსიმენის, რასპრადორის და პოლიტანოსი, ბოლო დი ლორენცოა. ქუჩაში მაისურები 7-10 ევრო ღირს, 10 ცალი ვიყიდე და გამყიდველმა მითხრა, დღეს გაყიდვებში მარადონას გაასწარითო.

ხვიჩა ძალიან პერსპექტიულია და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს ტოპ-კლუბში – რეალში ან პრემიერლიგის რომელიმე გუნდში. მაგრამ მანამდე ნაპოლისთან ერთად რაიმე ტიტული უნდა მოიგოს. სხვათა შორის, ნეაპოლში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, 25 ათასამდე და ამ კუთხითაც კარგ ადგილას მოხვდა. მის სახლთან ხალხი იკრიბება, რომ იქნებ ხვიჩა გამოჩნდეს და სურათი გადაიღონ. მოკლედ, სრული „კვარამანიაა“ და ქართველებისადმი დამოკიდებულებაც შეცვლილია“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი