ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩში ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
გოლების გატანა მიულდურმა, არდა გიულერმა, აქტიოღლუმ მოახერხეს, ხოლო "ჯვაროსნებიდან" თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა.
ქართველებიდან ყველაზე მაღალი სარეინტიგო ქულა გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა დაიმსახურეს (7.5)
ქოჩორაშვილის ასეთი პერფორმანსი ციფრებში კი ასე გამოიყურება:
🎯62 ზუსტი პასი (91%)
✊7 მოგებული ორთაბრძოლა
🔥4 ჩაჭრა
❗️3 დარტყმა
🅰️1 ასისტი