ლუიჯი დი კანიო ლუჩანო სპალეტისადმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ხშირ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მწვრთნელისთვის მსგავსი კითხვების დასმა არასწორია:
"ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ნაპოლის მწვრთნელს ეკითხები თუ როგორ მოიგო თამაში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. ჩემი აზრით, ეს შეუსაბამო საქციელია და მხოლოდ მწვრთნელის დაბნევას ემსახურება." - ამბობს იტალიელი მწვრთნელი.
როგორც იცით, "ნაპოლიმ" გასპერინის "ატალანტა" 1:2 ქართველი ფეხბურთელის დახმარების გარეშე დაამარცხა, რაზეც ლუჩანო სპალეტიმ შემდეგი რამ თქვა:
"გასახდელში არავის სიამოვნებს ამ თემის მუდმივად განხილვა. ბიჭებმა უბრალოდ იციან თუ როგორ უნდა მოიგონ თამაშები." - თქვა სპალეტიმ.
ლუიჯი დი კანიომ კი განაგრძო: "სერია A-ს 3 გამორჩეული თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, ჩირო იმობილე და ვიქტორ ოსიმენი არიან. რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიაც იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეა."