სხვა გზა მოჭრილია - ასეთი ტაქტიკით გამოიყვანს სანიოლი საქართველოს თურქეთთან » სპორტის ხაზი

სხვა გზა მოჭრილია - ასეთი ტაქტიკით გამოიყვანს სანიოლი საქართველოს თურქეთთან

სხვა გზა მოჭრილია - ასეთი ტაქტიკით გამოიყვანს სანიოლი საქართველოს თურქეთთან
18-06-2024, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთისა და საქართველოს მატჩის დაწყებამდე საათებიღა რჩება და ნერვიულობაც პიკს აღწევს. ისტორიული მატჩის დაწყებამდე სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან დანაკლისის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც ვილიმ თქვა, საბა კვირკველია ფორმაში ჩადგა და დღევანდელი მატჩისთვის მზად იქნება, ოთარ კიტეიშვილმა კი გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ ერთ ცვლილებას ველით.

მამარდაშვილი - დვალი, კაშია, კვირკველია - კაკაბაძე, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - მიქაუტაძე, კვარაცხელია.

უდიდესი ალბათობით, სანიოლი 3-5-2 ტაქტიკას მაინც შეინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ კიტეიშვილის კვეკვესკირით ჩანაცვლების გამო გუნდის პოტენციალი შეტევაში აუცილებლად დაიწევს. მეორე ვარიანტი ის იყო, რო 3-4-3 ტაქტიკაზე გადავსულიყავით და შეტევაში კვარა-ჟორჟი-ზურიკოს ტრიო გვყოლოდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძლიერ მეტოქესთან სანიოლმა ნახევარდაცვის მოშიშვლება გადაწყვიტოს.

მოკლედ, თურქეთს ნაცადი სტრატეგიით დავუპირისპირდებით და წესით, ჩვენი თამაშის უმთავრესი ქვაკუთხედი კონტრშეტევაზე იქნება მორგებული. ვიმედოვნოთ, რომ ქართველი ფეხბურთელები საქმეს თავს კარგად გაართმევენ და ისტორიულ გამარჯვებას იზეიმებენ!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი