მამარდა ევროპის 10 საუკეთესო ახალგაზრდას შორის | WhoScored-ის რეიტინგი » სპორტის ხაზი

მამარდა ევროპის 10 საუკეთესო ახალგაზრდას შორის | WhoScored-ის რეიტინგი

მამარდა ევროპის 10 საუკეთესო ახალგაზრდას შორის | WhoScored-ის რეიტინგი
16-06-2024, 22:24
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის წინ ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა "Whoscored.com"-მა ტურირზე მოასპარეზე გუნდებიდან 10 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია.

მათ ქართველ მეკარეს სტატიაც კი მიუძღვნეს:

"ვალენსიის" რიგებში შესანიშნავი სეზონის შემდეგ გიორგი ევრო 2024-ზე შეეცდება თავი გამოიჩინოს და კონტინენტის საუკეთსო მეკარეებს შორის თავი დაიმკვიდროს.

ლა ლიგაში მან 106 დარტყმა მოიგერია, რაც მე-6 საუკეთესო შედეგია. მას ამ ზაფხულში სერიოზული გამოცდა ელის. ასეთი დონის ტურნირზე გამოუცდელობა შეიძლება მათი მინუსი იყოს, მაგრამ მისნაირი კალიბრის ფეხბურთელის ყოლით მათ შეუძლიათ, ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლონ.


- ვკითხულობთ სტატიაში.

გიორგისთან ერთად პლატფორმამ შემდეგი ფეხბურთელები გამოარჩია:

ლამინ იამალი (ესპანეთი), ფლორიან ვირცი (გერმანია), ჰეორჰი სუდაკოვი (უკრაინა), მარიო მიტაი (ალბანეთი), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია), არდა გიულერი (თურქეთი), ჯოშუა ზირკზე (ნიდერლანდები), ლაზარ სამარჯიჩი (სერბეთი) და ბრედლი ბარკოლა (საფრანგეთი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი