რა იქნება საქართველოს კოზირი? - ჭიაბრიშვილი ნაკრების უპირატესობაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

რა იქნება საქართველოს კოზირი? - ჭიაბრიშვილი ნაკრების უპირატესობაზე საუბრობს

რა იქნება საქართველოს კოზირი? - ჭიაბრიშვილი ნაკრების უპირატესობაზე საუბრობს
15-06-2024, 12:46
Aa Aa
გაზიარება:

პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ქართველმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დაასახელა, რომელიც ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ზე სხვა ნაკრებებთან მიმართებით ექნება.

როგორც ჭიაბრიშვილი ამბობს, ქართველმა ფეხბურთელებმა დიდ ფორუმზე მოხვედრით მთავარი საქმე უკვე გააკეთეს და ახლა იმაზე ნაკლები წნეხით უნდა ითამაშონ, ვიდრე დანარჩენმა გუნდებმა:

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენი ნაკრები ბევრ სხვა გუნდზე უფრო უკეთაა შეთამაშებული და გუნდური ქიმია უკეთესი აქვთ. გარდა ამისა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მთავარი საქმე უკვე მოითავეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, რის გამოც დიდი ზეწოლა და წნეხი არ უნდა იგრძნონ.

- თქვა ქართველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ვინჩენცო მონტელას თურქეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი