თურქეთის ნაკრები იშლება - მეტოქეს კიდევ ერთი სასტარტო მოთამაშე დააკლდა » სპორტის ხაზი

თურქეთის ნაკრები იშლება - მეტოქეს კიდევ ერთი სასტარტო მოთამაშე დააკლდა

თურქეთის ნაკრები იშლება - მეტოქეს კიდევ ერთი სასტარტო მოთამაშე დააკლდა
13-06-2024, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე ჩვენი პირველი მეტოქის, თურქეთის შემადგენლობაში თავი ტრავმების ეპიდემიამ იჩინა და საკმაოდ დიდი შანსია, რომ მათ კიდევ ერთი, რიგით მე-4 ფეხბურთელი დააკლდეთ.

ვინჩენცო მონტელას ჩაგლარ სოიონჯუ, ენეს უნალი და ოზან კაბაკი ისედაც არ ეყოლება, მეოთხე კაცის ვინაობა კი ირფან კაჰვეჯი გახლავთ, რომელიც თურქეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.

როგორც მეტოქე გუნდის ფეხბურთის ფედერაციის საჯარო განცხადებაში წერია, 28 წლის ფენერბაჰჩეს ნახევარმცველმა დაზიანება 10 ივნისს პოლონეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მისი მკურნალობა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა ზუსტ და კონკრეტულ პასუხს სამედიცინო შტაბი ვერ ამბობს.

კაჰვეჯის ფენერბაჰჩემდე ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ბაშაქშეჰირი და გენკლერბირლიგი, ფენერში კი ის 2020/2021 წლების სეზონიდან თამაშობს.

რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ ნაკრებს, აქ კაჰვეჯის 32 თამაში აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი