სტატისტიკური სააგენტოს Opta-ს ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებიდან ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც 23 წლამდე არიან.
მათი 9 ფავორიტი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მიქაუტაძეა.
"გასული სეზონი მიქაუტაძისთვის ატრაქციონივით იყო. 2023 წელს ბელგიასა და საფრანგეთში გატარებული 4 სეზონის შემდეგ ქართველო ფეხბურთელი ამსტერდამში გადაბარგდა, თუმცა მისი ნიდერლანდული კარიერა კოშმარად იქცა.
"აიაქსის მაშინდელმა თავკაცმა მორის სტეინმა გიორგის საკუთარ სქემაში ადგილი ვერ მოუძებნა და ეს ჯონ ვან'ტ სხიპისაც არ გამოუვიდა, რის გამოც მიქაუტაძე კვლავ მეცში დაბრუნდა.
"ჯერ ხომ ლიგა 2-ში ბრწყინავდა. 23 გოლი გაიტანა, ლიგა 1-ში დაბრუნებისას კი გიორგი თითქმის ყველა მატჩში იტანდა, მაგრამ გუნდს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიაში დარჩენაში ვერ დაეხმარა.
"მცირე მონაკვეთში მან მოახერხა, რომ იანვრიდან სეზონის ბოლომდე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ "მეცს" სერიოზული პრობლემები ჰქონდა, გიორგი დარტყმების რაოდენობით (47) მე-3-ზე იყო, გატანილი გოლების რაოდენობით მე-4 (8, პენალტების გარეშე), ხოლო მეორე გახლდათ საგოლე მოქმედებების რაოდენობით (14).
"საბოლოოდ ფრანგებმა გიორგი 13 მილიონად გამოისყიდეს და 20 მლნ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.
"როგორ თამაშობს იგი? ის დინამიკური შემტევია და ბურთის ტარებით თავს კომფორტულად გრძნობს. ლიგა 1 შ დაბრუნებისას დრიბლინგის 90 მცდელაბა ჰქონდა, რაც მეორე საუკეთესო შედეგია.
"ბურთით მის წინსვლას გოლი ან ასისტი 7-ჯერ მოჰყვა, რაც ლიგა 1-ში საუკეთსო მაჩვენებელია. მან საკვალიფიკაციო ეტაპის 10-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ევროპის ჩემპიონატზე კი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად აღმაფრთოვანებელ ტრიოს ქმნის".
- ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში.