Rabona TV-ის კანადელმა კონტენტკრეატორმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა და ყველა ნაკრები შეაფასა.
როგორც წამყვანი ამბობს, F ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გავა, საქართველოს კი მისი გადალახვის არანაირი შანსი არ ექნება:
საქართველო ევროპაზე ბერძნების დამარცხებით მოხვდა. ვწუხვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათი თავგადასავალი დაუვიწყარი და მხიარული იქნება, ისინი უშანსოდ არიან.
- ამბობს წამყვანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ჰყავს, პირველი მატჩი კი 18 ივნისს თურქეთთან შედგება.