CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა და ფავორიტი გუნდი დაასახელა.
რეიტინგის სათავეს გერმანია იკავებს, რომელიც CIES-სთვის ტურნირის მთავარი ფავორიტია. მეორეზე ესპანეთია, შემდეგ საფრანგეთი, ინგლისი და ხუთეულს პორტუგალია ასრულებს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - კვლევის მიხედვით, "ჯვაროსნები" ევრო 2024-ის ყველაზე სუსტი ნაკრებია და ბოლო ადგილზეა.
ცნობისთვის, ჩვენი ნაკრები ახლა გერმანიაშია, სადაც თურქეთთან მატჩამდე დასკვით ვარჯიშს გადის.