რამდენი პოზიციით წაიწევს FIFA-ს რეიტინგში საქართველო წინ თუ თურქეთს მოუგებს » სპორტის ხაზი

რამდენი პოზიციით წაიწევს FIFA-ს რეიტინგში საქართველო წინ თუ თურქეთს მოუგებს

რამდენი პოზიციით წაიწევს FIFA-ს რეიტინგში საქართველო წინ თუ თურქეთს მოუგებს
11-06-2024, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

მონტენეგროს დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 77-ე ადგილიდან 74-ზე გადაინაცვლა.

ამ მეგობრულ დაპირისპირებაში გამარჯვებით 5.16 ქულა მოიმატეს რეიტინგში, რაც მათ სამი პოზიციით წინ წაწევაში დაეხმარა.

იქიდან გამომდინარე, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბლაა, მათი თითოეული პროგრესი რეიტინგზე დადებითად აისახება, რადგან ჯვაროსნების ახლო მახლო მყოფი გუნდები კონტინენტობის პირველობაზე არ დამოდიან.

მაგალითისთვის, თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებაში თურქეთს მოუგებს, ჯვაროსნები 74-ე ადგილიდან 69-ე ადგილზე გადაინაცვლებენ მომატებული 22.54 სარეიტინგო ქულით.

ფრის შემთხვევაში ქართველებს 5.04 ქულა მოემატებათ, რაც მათ 1 ადგილით წინ გადანაცვლებას მოუტანს.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი