გრაციანი: "ნაპოლიმ კვარა აუცილებლად უნდა გაყიდოს, თუ ამ თანხას შესთავაზებენ" » სპორტის ხაზი

გრაციანი: "ნაპოლიმ კვარა აუცილებლად უნდა გაყიდოს, თუ ამ თანხას შესთავაზებენ"

გრაციანი: "ნაპოლიმ კვარა აუცილებლად უნდა გაყიდოს, თუ ამ თანხას შესთავაზებენ"
11-06-2024, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო გრაციანი კვარას გარშემო შექმნილ სატრანსფერო აურზაურს გამოეხმაურა.

"კვარაცხელია მნიშნელოვანი ფეხბურთელია და გუნდში სწორად შექმნილ პირობებში მას შეუძლია მშვენივრად იასპარეზოს. მაგრამ საპირისპიროს ვფიქრობ მის დატოვებაზე იმ შემთხვევაში, თუ გუნდი 80 მლნ შემოთავაზებას მიიღებს. ამ შემთხვევაში ხვიჩა უნდა გაყიდონ".


- განაცხადა გრაციანიმ.

ცნობისთვის, "პსჟ"-მ ნეაპოლელებს 110 მლნ-იანი წინადადებით მიმართა, მაგრამ იტალიელებმა პარიზელები უარით გაისტუმრეს.

ევროპის ჩემპიონატამდე ხშირად მოვისმენთ ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევრო 2024-ის გამარჯვებული გამოვლინდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი