ცნობილი იტალიური გამოცემა "Sportitalia" იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელმა ჯოვანი დი ლორენცომ "ნაპოლის" უარი განუცხადა.
წყაროს ცნობით, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჯოვანისთან დაკავშირებას ეცადა, რათა გუნდში დარჩენისთვის დაეთანხმებინა.
"უნდა დარჩე, ახალი პროექტისა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილი უნდა იყო", - ანტონიო კონტე.
რაზეც დი ლორენცოსგან ასეთ პასუხი მიიღო:
"დიდი მადლობა, მაგრამ აქ ჩემი ციკლი ამოიწურა, "იუვენტუსში" გადასვლა მინდა და კლუბს ჩემი გეგმების შესახებ უკვე ვაცნობე".
მისმა ამ ქმედებამ იტალიელი მცველის მიმართ მკაცრი კრიტიკა და ფანებისგან მოღალატის წოდებაც დაიმსახურებაც გამოიწვია.