ცნობილმა იუთუბერმა ტეომ, რომელის არხ "Thogden"-საც 1.77 მლნ გამომწერი ჰყავს, მამამისთან ერთად ჩაწერა ვიდეო, რომელშიც მათ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე თითოეული ნაკრებიდან საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.
ჯვაროსნებიდან მათი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა. მათ თქვეს, რომ "ნაპოლიმ" უნდა იამაყოს, რომ მასთან და ჟელინსკისთან ერთად მათი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები საკუთარ გუნდში ჰყავთ.
გარდა ამისა, იუთუბერებმა პირობაც დადეს, რომ თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კგუფურ ეტაპს დაძლევენ, ისინი თბილისს აუცილებლად ესტუმრებიან.
ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გასავლელად თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ბარიერების დაძლევა მოუწევს.