UEFA რუსებს ვერ აბრუნებს - მორიგი ცდა ჩავარდა » სპორტის ხაზი

UEFA რუსებს ვერ აბრუნებს - მორიგი ცდა ჩავარდა

UEFA რუსებს ვერ აბრუნებს - მორიგი ცდა ჩავარდა
10-06-2024, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის თებერვალში რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო UEFA-მ და FIFA-მ რუსთა ყველა ასაკობრივი გუნდების ნაკრები ტურნირიდან გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა.

მას შემდეგ რამდენჯერმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, როდესაც მათ დაბრუნებას ცდილობდნენ.

მაგალითად, ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა რუსების ასაკობრივი ნაკრებების ტურნირებზე ნეიტრალური ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობას დაუჭირა მხარი, რასაც 15 ევროპული ქვეყნის ასოციაცია შეეწინააღმდეგა და ეს საკითხი უმალვე გაქრა.

ფეხბურთი არ არის ერთადერთი სპორტი, საიდანაც რუსი ათლეტები არიან მოკვეთილები. თუმცა სპორტის სხვა სახეობებში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშით მაინც მოიპოვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი