იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ "ნაპოლი" ყველაფერს აკეთებს ხვიჩას შესანარჩუნებლად და ამაში ანტონიო კონტეც აპირებს ჩართვას.
"Repubblica La" იუყება, რომ იტალიელ სპეციალისტსა და ქართველ ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"La Gazzetta dello Sport" გუშინ იუწყებოდა, რომ კონტეს გერმანიაში ხვიჩას სანახავად სურდა ჩასვლა, დღეს კი "RAI" წერს იგივეს და ანტონიოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში კვარაცხელიასთან შესახვედრად ჩასვლას ვარაუდობს.
იტალიელ მწვრთნელს სურს, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" დასარჩენად დაითანხმოს და თავისი პროექტი გააცნოს.