თურქების ბოლო გამოცდა - ჩვენი მეტოქე პოლონეთთან მორიგ ტესტს გაივლის » სპორტის ხაზი

თურქების ბოლო გამოცდა - ჩვენი მეტოქე პოლონეთთან მორიგ ტესტს გაივლის

თურქების ბოლო გამოცდა - ჩვენი მეტოქე პოლონეთთან მორიგ ტესტს გაივლის
10-06-2024, 17:59
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთი თავისთვის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს, მეტოქე კი პოლონეთი იქნება.

თურქებმა პოლონეთამდე პირველი ამხანაგური მატჩი მოქმედ ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ითამაშეს და ის შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოსალოდნელია, რომ ის ვინჩენცო მონტელამ ტრავმირებული ფეხბურთელების პროდუქტიულად ჩანაცვლებისთვის გამოიყენოს და წესით, თურქეთის შემადგენლობაში ახალ სახეებსაც ვიხილავთ.

ცნობისთვის, თურქეთისა და პოლონეთის შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი სილქ უნივერსალზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი