MARCA: "რეალმა ვირტცთან შეთანხმებას მიაღწია!" » სპორტის ხაზი

MARCA: "რეალმა ვირტცთან შეთანხმებას მიაღწია!"

MARCA: "რეალმა ვირტცთან შეთანხმებას მიაღწია!"
10-06-2024, 01:38
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marcas"-ს ცნობით "რეალი" "ლევერკუზენის" ბინადარ ფლორიან ვირტცის ტრანსფერზე მუშაობს.

წყარო იუწყება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ორჯერ შედგა. პირველ შემთხვევაში მადრიდელებმა უარი მიიღეს, მეორე ცდაზე კი სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

თუმცა საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელი კიდევ ერთი სეზონით დარჩება "ლევერკუზენის" რიგებში და ტრანსფერი 2025 წელს განხორციელდება.

რაც შეეხება ფეხბურთელის ღირებულებას, მის გადასაბირებლად ესპანელებს გერმანელებისთვის 150 მლნ ევროს გადახდა მოუწევთ.

გასულ სეზონში ვირტცმა 49 შეხვედრაშ მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 გოლი და სხვას 30-ჯერ გაატანინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი