შესნი შესაძლოა რონალდუს გუნდს შეუერთდეს » სპორტის ხაზი

შესნი შესაძლოა რონალდუს გუნდს შეუერთდეს

შესნი შესაძლოა  რონალდუს გუნდს შეუერთდეს
9-06-2024, 22:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" პირველი კარის დარაჯი ვოისეხ შესნი შესაძლოა მომდევნო სეზონში "ალ ნასრის" მაისურში ვიხილოთ.

ტურინელებმა მის შემცვლელს უკვე მიაგნეს და დი გრეგორიო ფაქტობრივად უკვე გაიფორმეს. იტალიელი მეკარე "ბიანკონერისთვის" სასტარტოსთვის მოიაზრება, რის გამოც პოლონელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.

აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

ვოისეხმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 30 გოლი და კარი კი მშრალად 15 შეხვედრაში შეინახა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი