ნაპოლი ფედერიკო კიეზას უმიზნებს - რა ბედი ეწევა ხვიჩა კვარაცხელიას? » სპორტის ხაზი

ნაპოლი ფედერიკო კიეზას უმიზნებს - რა ბედი ეწევა ხვიჩა კვარაცხელიას?

ნაპოლი ფედერიკო კიეზას უმიზნებს - რა ბედი ეწევა ხვიჩა კვარაცხელიას?
9-06-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსის ახალი მწვრთნელი, ტიაგო მოტა ფედერიკო კიეზასთან თანამშრომლობას არ აპირებს და იტალიელის სურვილია, რომ იუვეს ვარსკვლავმა კლუბი დატოვოს.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსი და ნაპოლი ერთმანეთში დი ლორენცოსა და კიეზას გაცვლას აპირებენ, რადგან ასე მოგებას ორივე კლუბი ნახავს.

საქმე ისაა, რომ დი ლორენცოს ნაპოლის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ნაპოლის კაპიტნის აგენტმა არაერთხელ თქვა, რომ ჯოვანიმ პარტენოპეიში თავი ამოწურა და ახალი გამოწვევების მიღება სურს, კონტეს კი კიეზა ძალიან ესიმპათიურება. შესაბამისად, ამ ორი ფეხბურთელის გაცვლას დიდი აზრი ექნება.

ფედერიკო კიეზა პოზიციურად ზუსტად იქ თამაშობს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, რაც, ცხადია, რომ კითხვებს აჩენს. იმ შემთხვევაში თუ ნაპოლიმ კიეზა დაიმატა, მაშინ ორი ახალი რეალობის წინაშე დავდგებით.

პირველ ვარიანტში კიეზა მარჯვენა ფლანგზე გადაიწევს და პოლიტანოს ადგილს დაიკავებს, მეორე შემთხვევაში კი კვარა გუნდს დატოვებს და ახალი ფორმაციის ნაპოლის ლიდერი სწორედ ფედერიკო კიეზა გახდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველის დამატებას ყველაზე მეტად პარი სენ-ჟერმენი ცდილობს, რომელიც მზადაა, რომ ხვიჩას სანაცვლოდ ნაპოლის 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი