თურქეთის მწვრთნელი: "ქართველებთან ყველაზე რთული მატჩი გველის" » სპორტის ხაზი

თურქეთის მწვრთნელი: "ქართველებთან ყველაზე რთული მატჩი გველის"

თურქეთის მწვრთნელი: "ქართველებთან ყველაზე რთული მატჩი გველის"
6-06-2024, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ვინჩენცო მონტელამ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შესახებ კომენტარი გააკეთა:

ზედიზედ მესამედ შევძელით და დიდი ფორუმის ფინალურ ეტაპზე გავედით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, საკვალიფიკაციოში პირველი ადგილი დავიკავეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად ვვითარდებით.

ჩემი აზრით, ჯგუფში სამი სხვადასხვა ტიპის ნაკრები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეიტინგში ბევრად ჩამოგვრჩება, მგონია, რომ ყველაზე რთული შეხვედრა მათ წინააღმდეგ გვექნება.

- თქვა ვინჩენცო მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის 2024 წლის ჯგუფში თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ჰყავს, პირველი მატჩი კი თურქებთან 18 ივნისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი