ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან ეს 4 ძიუდოისტი მიდის » სპორტის ხაზი

ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან ეს 4 ძიუდოისტი მიდის

ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან ეს 4 ძიუდოისტი მიდის
6-06-2024, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

8 და 9 ივნისს ძიუდოში ევროპის ღია პირველობა გაიმართება და ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე საქართველოს დელეგაციას 4 წარმომადგენელი ეყოლება.

საქართველოდან მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსანდრე გულბანი და გიორგი ბენდელიანი მიიღებენ.

ცხადია, ჩვენი დელეგაციის ყველაზე წარჩინებული წარმომადგენელი ლასა ბექაურია, რომელსაც ბოლოს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა დასვენების მიზნით არ მიუღია.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ღია პირველობა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი