საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ "Geo Team"-ის ვიდეოში გულშემატკივრის კითხვებს ისაუბრა.
ერთ-ერთმა ქომაგმა მას ჰკითხა, თუ ვინ მიაჩნია მას ყველაზე სტაბილურ ქართველ ფეხბურთელად, ჩაკვემ კი ასეთი პასუხი გასცა.
"ყველაზე სტაბილური ქართველი ფეხბურთელი? ხვიჩასა და მამარდას დავასახელებდი".
გიორგის ამის გარდა ყველაზე ღონიერ ნაკრების წევრზეც ჰკითხეს, რომელადაც მან ჯაბა კანკავა მოიხსენია.
ჩაკვეს ერთი ინტრიგნული კითხვაც დაუსვეს. ერთ-ერთმა ქომაგმა მას ჰკითხა, დადიოდა თუ არა კლუბებში და იქცეოდა თუ არა ამ გზით არაპროფესიონალურად, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა.
"ძირითადად სულ სახლში ვარ, თუმცა როდესაც სეზონი რჩება რას გავაკეთებ და როგორ გავერთობი ეს მხოლოდ ჩემი საქმეა და სხვა არავისი პრობლემა არაა", - აცხადებს გიორგი.